While developing SPAR’s new communication strategy, one important challenge stood out: communication with customers by our ethnically Azerbaijani colleagues, who until now had not had the opportunity to master the Georgian language.SPAR-ის ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის განვითარების პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა ჩვენი იმ თანამშრომლების მომხმარებელთან კომუნიკაცია, რომლებიც ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან და ქართული ენის სრულყოფილად ფლობის შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონდათ.
These colleagues stand out for their strong sense of responsibility, hard work and dedication. So for us this was never only a question of service quality: we saw an opportunity to create an additional path of development for them.ეს ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, შრომისმოყვარეობითა და საქმისადმი ერთგულებით. ამიტომ ჩვენთვის ეს საკითხი მხოლოდ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული გამოწვევა არ ყოფილა - დავინახეთ შესაძლებლობა, რომ მათთვის შეგვექმნა განვითარების დამატებითი გზა.
That is how the CSR project “I’m learning Georgian” was born.ასე შეიქმნა CSR პროექტი „ვსწავლობ ქართულს“.
As part of the project, SPAR’s ethnically Azerbaijani employees will learn Georgian, which will help them with:პროექტის ფარგლებში SPAR-ის ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამშრომლები შეისწავლიან ქართულ ენას, რაც მათ დაეხმარებათ:
- freer and more effective communication with customers;მომხმარებელთან უფრო თავისუფალ და ეფექტიან კომუნიკაციაში;
- working with more confidence in their everyday environment;ყოველდღიურ სამუშაო გარემოში უფრო თავდაჯერებულად ფუნქციონირებაში;
- broader opportunities for professional development;პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებაში;
- stronger knowledge of Georgian as the state language;ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, ცოდნის გაძლიერებაში;
- fuller participation in public life.საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო სრულფასოვან მონაწილეობაში.
It matters to us that SPAR is a company open to employing ethnic minorities, one that creates equal opportunities for them and helps them grow.ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ SPAR იყოს კომპანია, რომელიც ღიაა ეთნიკური უმცირესობების დასაქმებისთვის, ქმნის მათთვის თანაბარ შესაძლებლობებს და, ამასთანავე, ეხმარება მათ განვითარებაში.
“I’m learning Georgian” is not just a language course.„ვსწავლობ ქართულს“ არ არის მხოლოდ ენის შემსწავლელი კურსი.
It is support for our colleagues, a widening of their opportunities and an investment in people: people who are an important part of the SPAR team today and who tomorrow will have even more opportunities on their path of professional and personal growth.ეს არის ჩვენი თანამშრომლების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების გაფართოება და ინვესტიცია ადამიანებში – ადამიანებში, რომლებიც დღეს SPAR-ის გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხვალ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზაზე.
We believe integration begins with opportunity. And sometimes that opportunity begins with a single new word.ჩვენ გვჯერა, რომ ინტეგრაცია იწყება შესაძლებლობით. და ზოგჯერ ეს შესაძლებლობა ერთი ახალი სიტყვით იწყება.
SPAR – Every day is betterSPAR – ყოველდღე უკეთესია